ფეხბურთი

18:44 | 23.09.2013 | ნანახია [] - ჯერ

რიბერი: “სწორ გზას ვადგავართ”

ევროპის საუკეთესო ფეხბურთელი ფრენკ რიბერი მიიჩნევს, რომ მიუნხენის “ბაიერნი” სწორი მიმართულებით მიდის. აღნიშნული განცხადება ფრანგმა ვარსკვლავმა “შალკესთან” 4:0 მოგებული შეხვედრის შემდეგ გააკეთა.

“შალკესთან” შესანიშნავად ვითამაშეთ. იმ მატჩში ისე გამოვიყურებოდით, როგორც ნამდვილ ჩემპიონს შეშვენის. ძალიან კარგი იქნება, თუ ამ ფორმას შევინარჩუნებთ.

ვფიქრობ, სწორ გზას ვადგავართ და არ უნდა მოვდუნდეთ. გუნდის თითოეული ფეხბურთელი ყველა ტურნირზე გამარჯვებისთვის საბრძოლველად მზადაა.” – ციტირებს რიბერის სიტყვებს Goal-ი.

0.118882