მიუნხენის “ბაიერნის” ფრანგი შემტევი ფრანკ რიბერი მიიჩნევს, რომ ევროპის საუკეთესო ფეხბურთელი ის უნდა გახდეს და არა ლიონელ მესი ან კრიშტიანუ რონალდუ.
“მთელი გასული სეზონის განმავლობაში ჩემი შესაძლებლობების მაქსიმუმს ვაჩვენებდი. ყოველთვის ფორმაში ვიყავი და მოვიგე ყველაფერი, რისი მოგებაც შეიძლებოდა. ეს სერიოზული არგუმენტია.
მესიმ და კრიშტიანუმ უფრო მეტი გოლი გაიტანეს, მაგრამ ჩემგან განსხვავებით, მათ 3 ტიტული არ მოუგიათ. ორივე მათგანი შესანიშნავი ფეხბურთელია, მაგრამ ვფიქრობ, რომ ჯილდოს მოგების შანსი მე უფრო მეტი მაქვს.” – ციტირებს რიბერის სიტყვებს Sportbild-ი.