ფეხბურთი

12:55 | 3.06.2014 | ნანახია [] - ჯერ

რიბერი ბრაზილიაში მიდის

საფრანგეთის ეროვნული ნაკრების ნახევარმცველი ფრანკ რიბერი თავის გუნდს მსოფლიოს 2014 წლის ჩემპიონატზე დაეხმარება. ფრანგული მედიის ცნობით, ტრავმის მიუხედავად, “მამლების” დამრიგებელმა დიდიე დეშამმა მიუნხენის “ბაიერნის” გარემარბი 23-კაციან განაცხადში შეიყვანა.

მოგეხსენებათ, რიბერის ზურგის ტკივილები აწუხებს და ამის გამო, მას ნორვეგიისა და პარაგვაის ნაკრებებთან ამხანაგური მატჩების გამოტოვება მოუწია.

ფრანგები მსოფლიოს ჩემპიონატზე ასპარეზობას 15 ივნისს, ჰონდურასის ნაკრებთან მატჩით დაიწყებენ.

 

0.117931