ფეხბურთი

21:22 | 10.02.2014 | ნანახია [] - ჯერ

რიბერი “არსენალთან” ვერ ითამაშებს

 მიუნხენის “ბაიერნის” ოფიციალური ვებგვერდის ცნობით, გუნდის ერთ-ერთი ლიდერის, ფრანკ რიბერის ოპერაციამ წარმატებით ჩაიარა, მაგრამ ფრანგ ფეხბურთელს რამდენიმე თამაშის, მათ შორის “არსენალთან” გასამართი პირველი საჩემპიონთალიგო მატჩის გამოტოვება მოუწევს.

“როგორც სამედიცინო ექსპერტიზამ აჩვენა, ტრავმა, რომელიც გავლენას ნერვზე ახდენდა, ოპერაციის შემდეგ სრულადაა მორჩენილი. 30 წლის ფეხბურთელი ინდივიდუალური პროგრამით ვარჯიშს მიმდინარე კვირის ბოლოს დაუბრუნდება, ხოლო ერთი კვირის შემდეგ ის სირბილს დაიწყებს.

ეს ნიშნავს, რომ რიბერი გუნდის მომდევნო რამდენიმე თამაშს გამოტოვებს, მათ შორის ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალის პირველ დაპირისპირებას “არსენალის” წინააღმდეგ.” – ვკითხულობთ “ბაიერნის” ოფიციალურ ვებგვერდზე.

0.139324