ფეხბურთი

16:04 | 27.05.2013 | ნანახია [] - ჯერ

რიბერი 2017 წლამდე “ბავარიელია”

 

მიუნხენის “ბაიერნის” ნახევარმცველმა ფრანკ რიბერიმ კლუბთან კონტრაქტი 2017 წლამდე გაახანგრძლივა. Kicker-ის ცნობით, ფრანგს “რეკორდმაისტერთან” ხელშეკრულება 2015 წელს ეწურებოდა, მაგრამ უეფას ჩემპიონთა ლიგის ფინალის შემდეგ, მხარეები თანამშრომლობის გაგრძელებაზე მარტივად შეთანხმდნენ.

“ჩემპიონთა ლიგის თასი უმნიშვნელოვანესი ჯილდოა. ამ ტიტულს დიდი ხნის განმავლობაში ველოდი და როგორც იქნა, მიზანს მივაღწიე. დავამტკიცე, რომ ნამდვილი “ბავარიელი” ვარ”, - განაცხადა 30 წლის გარემარბმა.

ცნობისათვის, ბუნდესლიგის გასულ სეზონში, რიბერიმ 27 მატჩი ჩაატარა და 10 გოლით გამოირჩა.

0.118595