თურქეთის საფეხბურთო პირველ ლიგაში მოასპარეზე “ბოლუსფორის” მცველი გიორგი რეხვიაშვილი ტრავმირებულია. ამის შესახებ ინტერნეტპორტალი ბოლუეკსპრეს.ცომ-ი იუწყება.
26 წლის ქართველი განვლილ ტურში სტუმრად “სამსუნსფორთან” წაგებულ (2:3) მატჩში დაშავდა. მან შეხვედრა სრულად ჩაატარა, მაგრამ თამაშის მერე აღმოჩნდა, რომ მარცხენა მუხლი დაუზიანებია.
სავარაუდოდ, რეხვიაშვილი 2-დან 4 კვირამდე ვერ ითამაშებს. თუმცა, “სამსუნსფორის” სამედიცინო შტაბი შეეცდება, რომ მოედანზე რაც შეიძლება სწრაფად დააბრუნოს.
რეხვიაშვილი “ბოლუსფორში” ზაფხულში საჩხერის “ჩიხურადან” გადავიდა და პირველ ლიგაში 3 მატჩი ჩაატარა.
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია
იმედია მალე მოირჩენს ტრავმას და ისევ ათამაშდება.
ნუ ეა ბოლუეკსპრეს ცომმა თუ დაწერა ნაღდია
ცუდია
გლაზგოში ვერ მოხვდება. კარგია რუბინში ცენტრი კობახიძე მარცხენა მცველად რომ ათამაშეს
რეხვო მალე გამოჯანმრთელებას გისურვეეეებ ..........
იმედია მალე მოურჩება და მალევე აღიდგენს ფორმას.