საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრების წევრმა ზებედა რეხვიაშვილმა (73 კგ) ბუდაპეშტში მიმდინარე ევროპის ჩემპიონატზე რეპეშაჟის ნახევარფინალში რუსეთის ნაკრების წევრ მუსა მოგუშკოვს მეოთხე წუთზე შესრულებული იპონით მოუგო და საპრიზო სამეულს ერთადერთი გამარჯვება აშორებს.
ბრინჯაოს მედლისთვის ბრძოლაში რეხვიაშვილი ნუგზარ ტატალაშვილისა და ბელგიელი დირკ ვან ტიჩელტის ნახევარფინალურ შეხვედრაში წაგებულს დაუპირისპირდება.







