ტიხვინის “ტოსნოს” მეკარე ნუკრი რევიშვილი ინტერნეტპორტალმა sportbox.ru-მ რუსეთის პირველი დივიზიონის მე-9 ტურის გმირად დაასახელა.
განვლილ ტურში “ტოსნომ” სტუმრად “ტომთან” 2:2 ითამაშა, ხოლო რევიშვილმა 68-ე წუთზე პენალტი მოიგერია.
“ორი გოლის გაშვების მიუხედავად, რევიშვილმა “გალა-თამაში” აჩვენა. ძნელი დასათვლელია ტომსკში “ტოსნო” რამდენჯერ გადაარჩინა. პენალტი მოიგერია და ახლო ბრძოლებში გამარჯვებული გამოვიდა. “ტოსნოს” ხელმძღვანელობა ტყუილუბრალოდ არ მოლაპარაკებია ქართულ მხარეს, რომ რევიშვილი ნაკრებში არ გამოიძახონ” – იუწყება sportbox.ru.
რევიშვილის მსგავსად “ტომთან” მატჩი გიორგი ნავალოვსკიმაც ჩაატარა. ოთარ მარცვალაძეს კი, “ტოსნოში” დებიუტი ჰქონდა და მეორე ტაიმი ჩაატარა.