ფეხბურთი

19:02 | 1.02.2014 | ნანახია [] - ჯერ

რევიშვილი, მაისურაძე და ოვონიკოკო “ვალეტაში” ჩაირიცხნენ

 

მალტურმა “ვალეტამ” თავის ოფიციალურ ვებგვერდზე ნუკრი რევიშვილთან, ირაკლი მაისურაძესთან და აბაიომი ოვონიკოკოსთან კონტრაქტების გაფორმება დაადასტურა.

რევიშვილი და მაისურაძე ბოლოს გორის “დილაში” გამოდიოდნენ, ხოლო ოვონიკოკო “გაგრაში” თამაშობდა. სამივე ფეხბურთელმა კლუბთან კონტრაქტი 31 იანვარს, ზამთრის სატრანსფერო ფანჯრის ბოლო დღეს გააფორმა. შეგახსენებთ, რომ ოვონიკოკოს ქართული პასპორტი აქვს.

“ვალეტას” ვებგვერდი იუწყება, რომ ხსენებული სამეულისა, ასევე, კიდევ ორი ფეხბურთელის, ვლადიმერ რასულოვისა და ალან და სილვა სოუზას შეძენა კლუბმა კომპანია “ინსინიას” და მდიდარი ბიზნესმენის მერაბ ჟორდანიას საშუალებით მოახერხა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.069477