საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრების მეკარე ნუკრი რევიშვილმა “კრასნოდარის” დუბლშემადგენლობაში ითამაშა.
რევიშვილმა კრასნოდარელთა პირველ გუნდში ადგილი დიდი ხანია დაკარგა და სავარაუდოდ, სეზონის ბოლოს გუნდს დატოვებს. მეტიც, მას დუბლშემადგენლობაშიც არ ათამაშებენ და ამჯერად მოედანზე გასვლის საშუალება ერთი ტაიმით მისცეს.
“კრასნოდარის” “დუბლები” სარანსკის “მორდოვიას” სარეზერვო გუნდთან სტუმრად 1:2 დამარცხდა და რევიშვილმა მეორე ტაიმი ჩაატარა.