ფეხბურთი

13:21 | 11.06.2013 | ნანახია [] - ჯერ

რევიშვილი "დილაში"... კვირკველიაც რჩება

საქართველოს ნაკრების მეკარე ნუკრი რევიშვილი გორის "დილაში" ითამაშებს. ეს თითქმის გადაწყვეტილია. როგორც იცით, რევიშვილი ბოლოს "კრასნოდარში"' გამოდიოდა, სადაც თავიდან პირველ მეკარედ ითვლებოდა, ბოლო 8-9 თვის განმავლობაში კი სათამაშო პრაქტიკას არ აძლევდნენ.

რევიშვილი საქართველოს ჩემპიონატიდან 2005 წლის დასაწყისში წავიდა - ქუთაისის "ტორპედოდან" ყაზანის "რუბინში" გადავიდა.

"მსოფლიო სპორტმა" ასევე შეიტყო, რომ დავით კვირკველია ბაქოს "ინტერში" აღარ მიდის და "დილაში" რჩება.


0.118927