საკალათბურთო აკადემიის დარბაზში თბილისის 18-წლამდელთა ჩემპიონატის მორიგი მატჩები გაიმართა. 4 შეხვედრიდან დაძაბული არცერთი ყოფილა. “მაკაბიმ” 21 ქულით დაამარცხა TBC და ამაში ლომის წილი 68 ქულისა და 20 მოხსნის მიმთვლელ მაიზერ რევაზაშვილს მიუძღვის.
“ნიკეამ” 80:33 სძლია “იმედს”, “მართვემ” “ნიკეა 3”-ს შანსი არ დაუტოვა (100:46), ხოლო “აკადემიამ” “ჰიუნდაი 2”-ს 90:53 მოუგო. შეგახსენებთ, რომ თბილისის ჩემპიონატის 10 საუკეთესო გუნდი საქართველოს ჩემპიონატის საგზურს მოიპოვებს. სულ დედაქალაქის პირველობაზე 18 გუნდი მონაწილეობს, რომლებიც 4 ქვეჯგუფში არიან გადანაწილებულნი.
18-წლამდელთა თბილისის ჩემპიონატი. საკალათბურთო აკადემია. 25 ოქტომბერი
TBC – მაკაბი 70:91
იმედი – ნიკეა 33:80
მართვე – ნიკეა-3 100:46
აკადემია – ჰიუნდაი-2 90:53
www.gbf.ge