კალათბურთი

19:38 | 6.12.2013 | ნანახია [] - ჯერ

რევაზ ათანელიშვილის ტრავმა სერიოზული არ აღმოჩნდა

საქართველოს ვაჟ კალათბურთელთა 22-ე ჩემპიონატის ვერცხლის მედლის მფლობელ „ოლიმპის“ ცენტრალური თავდამსხმელის რევაზ ათანელიშვილის (19.07.86 207 სმ) ტრავმა სერიოზული არ აღმოჩნდა.

ის მიმდინარე ჩემპიონატის მე-8 ტურში „დინამოს“ წინააღმდეგ განაცხადში იქნება შეყვანილი. ამის შესახებ „მსოფლიო სპორტს“„ოლიმპის“ მთავარმა მწვრთნელმა დავით თორთლაძემ განუცხადა.

შეგახსენებთ, რომ ათანელიშვილმა მუხლის ტრავმა მიმდინარე ჩემპიონატის მე-7 ტურში „სოხუმთან“ მატჩის დროს მიიღო და თამაშის გაგრძელება ვეღარ შეძლო.

23-ე ეროვნული ჩემპიონატის პირველი წრის დასრულებამდე ორი ტურით ადრე „ოლიმპს“ 6 თამაშიდან 7 ქულა აქვს და 9 გუნდს შორის მე-7 ადგილზე იმყოფება.

0.112128