ჩოგბურთი

18:08 | 15.06.2013 | ნანახია [] - ჯერ

რევანში ჰალეში

შვეიცარიელმა როჯერ ფედერერმა შარშან ჰალეს ტურნირის ფინალში გერმანელ ტომი ჰაასთან განცდილი მარცხი წლევანდელი ასპარეზობის ნახევარფინალში აიღო, როდესაც დღეს 35 წლის ალემანს 3:6, 6:3, 6:4 მოუგო. მატჩი სათსა და 38 წუთს გაგრძელდა, მისი დასრულების შემდეგ კი ფედერერ-ჰაასის ურთიერთშეხვედრათა ანგარიში 12:3 გახდა.

31 წლის “მხიარულმა როჯერმა” 2 ბრეიკი და 15 ეისი შეასრულა, როდესაც ჰაასის ანგარიშზე ერთადერთი ბრეიკი და 6 ეისია. ფედერერის სანახევარფინალე მოწინააღმდეგეს ფრანგი რიშარ გასკესა და რუსი მიხაილ იუჟნის მეორე ნახევარფინალი გაარკვევს.

0.116193