ავტოსპორტი

12:10 | 5.04.2010 | ნანახია [] - ჯერ

"რენო" ჰამილტონის ქმედებით უკმაყოფილოა

“რენოს” ხელმძღვანელობა უკმაყოფილებას არ მალავს იმის გამო, რომ რბოლის მსვლელობისას, ლუის ჰამილტონმა ვიტალი პეტროვი მკვეთრი მანევრებით, ტრასის გარდიგარდმო დიაგონალური გადაადგილებებით მოიშორა კუდიდან, რის შემდეგაც, რუს პილოტს მალე დაშორდა.
რბოლის პირველ ნაწილში, ჰამილტონმა პეტროვს გაასწრო, თუმცა მოულოდნელად, რუსმა პოზიცია საკმაოდ იოლად აღიდგინა. თანაც, ამისათვის კლასიკური მანევრი - სლიპსტრიმი გამოიყენა. ბრიტანელს არ გასჭირვებია პეტროვის ხელმეორედ გასწრება, რის შემდეგაც, ეს უკანასკნელი მას კუდზე დააჯდა იმ იმედით, რომ ისევ სლიპსტრიმი გამოუვიდოდა.
მაგრამ ამჯერად, ჰამილტონმა მისი მანქანის უკან დარჩენილი გაუხშოებული არეს გამოყენების საშუალება აღარ მისცა. იმისათვის, რომ სლიპსტრიმით არ ესარგებლა, ბრიტანელი ცდილობდა, რუსი კუდიდან მოეშორებინა და სწორედ ამისათვის ჩაატარა ზემოთ ნახსენები მანევრები. ეს რომ მეტოქისთვის გზის გადასაჭრელად გაეკეთებინა, მსაჯები აუცილებლად დააჯარიმებდნენ, მაგრამ იმ მომენტში, სტარტ-ფინიშის სწორზე, პეტროვი გასწრების მანევრს არ ატარებდა.
შედეგად, ჰამილტონმა მხოლოდ გაფრთხილება მიიღო...

მოამზადა მერაბ ლორთქიფანიძემ
http://formula1ge.blogspot.com

 

0.09109