ფეხბურთი

18:56 | 7.10.2013 | ნანახია [] - ჯერ

რენარმა ზამბიის ნაკრები “სოშოზე” გაცვალა

45 წლის ფრნაგმა სპეციალისტმა, ერვ რენარმა ზამბიის ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტი დატოვა და ლიგა ერთის აუტსაიდერ “სოშოს” გასაწვრთნელად სამშობლოში დაბრუნდა.

რენარმა აღიარება მას შემდეგ მოიპოვა, რაც მან ზამბიის ეროვნულ გუნდს აფრიკის ერთა თასი მოაგებინა. ეს 2011 წელს მოხდა. დღეს, ცნობილი გახდა, რომ ფრანგმა სპეციალისტმა “სოშოსგან” წინადადება მიიღო და ზამბიის ფეხბურთის ფედერაციასთან მოთათბირების შემდეგ, სამშობლოში დაბრუნება გადაწყვიტა.

“სოშო” უმწვრთნელოდ მას შემდეგაა, რაც 26 სექტემბერს, ცუდი შედეგების გამო, თანამდებობიდან ერიკ ელი გაათავისუფლეს. ამჟამად, გუნდი ბოლოსწინა ადგილს იკავებს.

რაც შეეხება ზამბიას, ეს გუნდი, 15 ოქტომბერს, ბრაზილიას დაუპრისპირდება. სამხრეთ ამერიკელებთან გასამართ ამხანაგურ მატჩში, აფრიკელებს რენარის ყოფილი თანაშემწე, პატრის ბომელე გაუძღვება.

0.114157