ფეხბურთი

12:57 | 29.09.2013 | ნანახია [] - ჯერ

რემზის მიზანი ჩემპიონობაა

ლონდონის “არსენალის” ნახევარმცველი აარონ რემზი მიმდინარე სეზონში ინგლისის პრემიერლიგის მოგებას გეგმავს. მისი აზრით, “მეთოფეებს” სატურნირო ცხრილში პირველი ადგილის დაკავება რეალურად შეუძლიათ.

“მიზანი ინგლისის ჩემპიონობაა. უკანასკნელ მატჩებში, საკმაოდ ხარისხიან ფეხბურთს ვაჩვენებთ. ტრავმირებული ფეხბურთელების გამო, “არსენალს” ცუდი დროება ედგა, მაგრამ წარუმატებლობა წარსულში დარჩა. სირთულეები ერთად გადავლახეთ”, - Sky Sports-თან საუბარში განაცხადა უელსელმა, რომელსაც მიმდინარე სეზონში გოლები მრავლად გააქვს.

ცნობისათვის, ინგლისის პრემიერლიგის მიმდინარე სეზონის 6 ტურის შემდეგ, “არსენალს” 15 ქულა აქვს და სატურნირო ცხრილს ლიდერობს.

 

0.120031