ფეხბურთი

0:07 | 4.05.2014 | ნანახია [] - ჯერ

რემზი: “ყველას გვინდა, რომ ვენგერი დარჩეს”

ლონდონის “არსენალის” ნახევარმცველი აარონ რემზი იმედს გამოთქვამს, რომ გუნდის მთავარი მწვრთნელი არსენ ვენგერი “მეთოფეებთან” ახალ კონტრაქტს გააფორმებს.

ვენგერი “არსენალს” 1996 წლიდან წვრთნის. მის კონტრაქტს ვადა მიმდინარე სეზონის ბოლოს უმთავრდება და ხელშეკრულების გახანგრძლივებასთან დაკავშირებით შეთანხმება მიღწეული ჯერ არაა.

“ვენგერმა ჩემს კარიერაში დიდი როლი ითამაშა. მე და გუნდის დანარჩენ წევრებს გვსურს, რომ ის დარჩეს.

მწვრთნელს ჩვენი სჯერა და ჩვენ მისი. ვგრძნობთ, რომ უმაღლეს დონეზე თამაშის პოტენციალი გვაქვს. შევეცდებით ტიტულები მოვიგოთ.

ყველა ვგრძნობთ, რომ ვპროგრესირებთ. “არსენალი” ტიტულისთვის დიდი ხნის განმავლობაში იბრძოდა, მაგრამ საქმის ბოლომდე მისაყვანად სტაბილურობა არ გვეყო.” – აცხადებს აარონ რემზი, რომელმაც მიმდინარე სეზონში ჩატარებულ 31 თამაშში 14 გოლი გაიტანა. აქამდე, მთელი ლონდონური კარიერის განმავლობაში, მას მხოლოდ 11 გოლი ჰქონდა გატანილი.

0.115038