ფეხბურთი

19:41 | 4.03.2014 | ნანახია [] - ჯერ

რემზი “არსენალთან” 5-წლიან კონტრაქტს გააფორმებს

აარონ რემზი ლონდონის “არსენალთან” ახალ 5-წლიან კონტრაქტს გააფორმებს, რომლის პირობების თანახმად, კვირაში ხელფასის სახით 100000 გირვანქა სტერლინგს მიიღებს. ეს მის ამჟამინდელ ხელფასზე ორჯერ მეტია. შედეგად, 23 წლის უელსელი ნახევარმცველი, გერმანელი მესუტ იოზილის შემდეგ, კლუბში ყველაზე მაღალანაზღაურებადი ფეხბურთელი გახდება.

ბრიტანული გამოცემა The Guardian-ის ინფორმაციით, რემზი ხელშეკრულებას უახლოესი 48 საათის განმავლობაში დადებს. უელსელს ამჟამინდელი კონტრაქტი ორი წლის მერე ეწურება, მაგრამ “არსენალის” თავკაცმა მისი დაბევება ახლავე გადაწყვიტა.

ბარძაყის ტრავმით გამოწვეული ორთვენახევრიანი შესვენების შემდეგ, რემზიმ მიმდინარე კვირაში სრულფასოვანი ვარჯიში განაახლა. ამ სეზონში უელსელმა კლუბსა და ნაკრებში ჩატარებულ შეხვედრებში 15 გოლი გაიტანა.

0.114863