ფეხბურთი

12:31 | 28.09.2014 | ნანახია [] - ჯერ

რემსი, უილშირი და არტეტა "არსენალის" ლაზარეთში

 

ლონდონის "არსენალმა" გუშინ "ემირეით სთედიუმზე" "ტოტენჰემთან" ფრედ 1:1 ითამაშა და ქულებთან ერთად სამი ფეხბურთელი დაკარგა. ნახევარმცველები აარონ რემსი, ჯეკ უილშირი და კაპიტანი მიკელ არტეტა ტრავმირებულები არიან და ჩემპიონთა ლიგაზე "გალათასარაის" წინააღმდეგ ვერ ითამაშებენ. აღნიშნული ინფორმაცია კლუბის თავკაცმა არსენ ვენგერმა დაადასტურა.

"არ ვიცი რამდენი ხანი დაგვაკლდება ეს სამი ფეხბურთელი. ვფიქრობ, რემსის მუხლქვედა მყესი აწუხებს, არტეტას ფეხის კუნთი აქვს გამიზეზებული, ხოლო უილშირს კოჭის ტრავმა აქვს. შესაძლოა, ნახევარმცველებმა პრემიერლიგაში "ჩელსის" წინააღმდეგ მატჩი გამოტოვონ" - განაცხადა ფრანგმა სპეციალისტმა.

კლუბის ლაზარეთში აგრეთვე იმყოფებიან: ოლივერ ჟირუ, თეო უილკოტი, მატიე დებიუში და აბუ დიაბი.

ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის მატჩს "მეთოფეები" შინ "გალათასარაის" წინააღმდეგ 1 ოქტომბერს ჩაატარებენ, ხოლო 5 ოქტომბერს პრემიერლიგის შეხვედრაში "სტემფორდ ბრიჯზე" "ჩელსის" დაუპირისპირდებიან.

გიორგი ბალახაძე

0.146392