როგორც ჩანს, ლოიკ რემი მომავალ სეზონს ამჟამინდელი კლუბის – ქპრ-ს შემადგენლობაში დაიწყებს. აღნიშნულ ინფორმაციას Goal.com-ი ავრცელებს.
მოგეხსენებათ, ფრანგი თავდამსხმელი “ლივერპულში” გადასვლასთან ძალიან ახლოს იყო, მაგრამ სამედიცინო შემოწმება ვერ გაიარა და ლონდონში დაბრუნდა. აღნიშნულ ფაქტს ქპრ-ს მთავარი მწვრთნელი – ჰარი რედნაპი გამოეხმაურა:
“ლოიკი ორშაბათს უნდა შემოგვიერთდეს და ვარჯიში განაახლოს, რაც ძალიან მახარებს. იმედი მაქვს, ის ჩვენთან დარჩება.” – განაცხადა რედნაპმა.
შეგახსენებთ, რომ რემიმ გასული სეზონი იჯარის წესით “ნიუკასლ იუნაიტედში” გაატარა.
ლევან გოგოტიშვილი