მიმდინარე სეზონის დასრულების შემდეგ, “ნიუკასლის” ფორვარდი ლოიკ რემი კლუბს შეიცვლის. ბრიტანული პრესის ცნობით, 27 წლის ფრანგისთვის უკვე დიდი ბრძოლაა გაჩაღებული.
რემის სატრანსფერო უფლებები “ქუინზ პარკ რეინჯერსს” ეკუთვნის და “კაჭკაჭებში” იჯარის წესით ასპარეზობს. ფრანგის შეძენით, ლონდონური კლუბები – “ტოტენჰემი” და “არსენალი” არიან დაინტერესებულნი.
ცნობისათვის, ინგლისის პრემიერლიგის მიმდინარე გათამაშებაში, რემიმ 22 მატჩი ჩაატარა და 13 გოლი მიითვალა.