ფეხბურთი

19:11 | 10.09.2014 | ნანახია [] - ჯერ

რემი: “ლივერპულს” ვერ გავუგე”

ლონდონის “ჩელსის” ახალწვეულს, ლოიკ რემის ვერ გაუგია, რატომ თქვა “ლივერპულმა” მის შეძენაზე უარი.

გასულ ზაფხულში, ფრანგი თავდამხსმელი “ლივერპულში” გადასვლასთან ძალიან ახლოს იყო, მაგრამ მან სამედიცინო შემოწმება წარმატებით ვერ გაიარა. მოგვიანებით, რემიმ “ქუინს პარკ რეინჯერსი” მაინც დატოვა და “ჩელსის” მიაშურა.

“ლივერპულის” გადაწყვეტილება ვერ გავიგე. კლუბის წარმომადგენლები არცთუ პატიოსნაც მოიქცნენ.

არაფრის მეშინოდა. ზუსტად ვიცოდი, რა პრობლემები მქონდა, რადგან მსოფლიოს არაერთ სპეციალისტს შევხვედრივარ. ფეხბურთელების უმრავლესობას ასეთი პრობლემები აქვს და “ლივერპულში” ამის შესახებ იცოდნენ.” – განაცხადა ლოიკ რემიმ.

0.117885