ფეხბურთი

12:31 | 6.03.2014 | ნანახია [] - ჯერ

რეკორდსმენი რონალდუ

 

მადრიდის “რეალის” ვარსკვლავმა კრიშტიანუ რონალდუმ კამერუნის ნაკრებთან ამხანაგურ მატჩში (5:1) დუბლი შეასრულა და პორტუგალიის ნაკრების ისტორიაში საუკეთესო მეგოლე გახდა. 29 წლის შემტევს 49 გოლი მოუგროვდა და მეორეადგილოსან პედრო პაულეტას 2 ბურთით გადაასწრო.

“რეკორდებისთვის არ ვიბრძვი. ეს თავისთავად ხდება. ჩემი რეკორდები თავდაუზოგავი შრომისა და თანაგუნდელების დამსახურებაა. ვიცოდი, რომ ადრე თუ გვიან, ამ შედეგს მივაღწევდი”, - განუცხადა პორტუგალიელმა RTP-ს.

ცნობისათვის, რონალდუს პორტუგალიის ეროვნულ ნაკრებში 49 გოლის გასატანად 110 მატჩი დასჭირდა.

0.120284