40 წლის კანადელმა ჩოგბურთელმა დენიელ ნესტორმა წყვილთა შორის თავისი 900-ე მატჩი მოიგო და ამ მაჩვენებლით პირველი მოთამაშე გახდა, რომელმაც ამ მიჯნას უწია. ლეანდრო პაესთან ერთად ნესტორი უინსტონ-სეილემის ტურნირის ნახევარფინალში გავიდა.
“განსაკუთრებული გრძნობა დამეუფლა. მე ხომ უნიკალური შანსი მომეცა – ამ ასაკამდე ვითამაშო და ამდენ შეხვედრაში მივაღწიო წარმატებას. კარიერის განმავლობაში ბევრი ბრწყინვალე პარტნიორი მყავდა, რომლებიც ჩემი მიღწევის სრულუფლებიანი თანამოზიარეები არიან”, - განაცხადა გახარებულმა ნესტორმა.
სულ დენიელ ნესტორის ანგარიშზე წყვილთა შორის 1258 მატჩია, რომელთაგან კანადელმა პარტნიორებთან ერთად მხოლოდ 358 წააგო.







