“ბასტიას” ვეტერანი მეკარე მიკაელ ლანდრო რეკორდსმენი გახდა. L’Equipe-ს ცნობით, 34 წლის კარის დარაჯმა საფრანგეთის უმაღლეს ლიგაში რიგით 603-ე მატჩი ჩაატარა.
ამრიგად, ლანდრომ “მონაკოს” მეკარე ჟან-ლუკ ეტორს აჯობა, რომელსაც საფრანგეთის პირველ ლიგაში 602 შეხვედრა ჰქონდა ჩატარებული.
ცნობისათვის, ლანდრომ კარიერა 1996 წელს, “ნანტში” დაიწყო. “ბასტიაში” გადასვლამდე, ფრანგმა “პარი სენ-ჟერმენსა” და “ლილშიც” იასპარეზა.