ტურინის “იუვენტუსის” მეკარე ჯანლუიჯი ბუფონი იტალიის ეროვნულ ნაკრებში ჩატარებული მატჩების რაოდენობით რეკორდსმენია. ამის შესახებ Goal-ი იუწყება.
იტალიისა და დანიის ეროვნულ ნაკრებთა დაპირისპირებაში, ვეტერანმა მეკარემ სამშობლოს ღირსება 137-ე მატჩში დაიცვა. თამაშების რაოდენობით, “სკუადრა აძურაში” მე-2 ადგილზე ფაბიო კანავაროა, რომელსაც 136 მატჩი აქვს ჩატარებული.
შეგახსენებთ, რომ დანიისა და იტალიის ნაკრებთა დაპირისპირება ფრედ – 2:2 დასრულდა.