პროფესიონალ ჩოგბურთელთა ასოციაციის (ATP) განახლებულ კლასიფიკაციაში ერთი უსიამოვნო სიახლეა. კარგა ხნის უთამაშებლობის შემდეგ, რეიტინგს დაემშვიდობა 24 წლის ლადო ჩიხლაძე, რომელსაც კარიერის პიკზე, 2007 წლის ოქტომბერში 350-ე ადგილი ეკავა.
551 (552). ნიკოლოზ ბასილაშვილი – 48; 1087 (1091). ლაზარე კუხალაშვილი – 6; 1495 (1497). გიორგი ცივაძე – 1; 1591 (1593). სოზარ გოქაძე – 1. 1591 (1593). ნოდარ ითონიშვილი – 1; 1591 (1593). გიორგი რევაზიშვილი – 1.
ქალთა საჩოგბურთო ასოციაციის (WTA) რეიტინგში კვლავინდებურად 10 ქართველი ჩოგბურთელი ფიგურირებს, მნიშვნელოვანი ცვლილებები კი არცერთ მათგანს არ შეხებია. ქვეყნის პირველი ჩოგანი ოქსანა კალაშნიკოვა 352 ქულით, ძველებურად 163-ე ადგილზეა.
163 (163). ოქსანა კალაშნიკოვა – 352 ქულა; 178 (178). ანა ტატიშვილი – 328; 212 (212). მაკა ჩახნაშვილი – 258; 349 (351). სოფო შაფათავა – 109; 439 (440). სოფო ქვაცაბაია – 77; 473 (475). მანანა შაფაქიძე – 66; 483 (485). თათია მიქაძე – 63; 538 (538). ეკატერინე გორგოძე – 50; 1030 (1031). მაგდა ოქრუაშვილი – 6; 1080 (1083). ანა ჯიქია – 4;
აშშ-ს ქალაქ მიდლენდში დაწყებულ საერთაშორისო ტურნირის ძირითად ბადეში გახლავთ დაშვებული ანა ტატიშვილი, რომლის პირველი მეტოქის ვინაობა საკვალიფიკაციო მატჩების დასრულების შემდეგ გაირკვევა.
კვალიფიკაციაში ასპარეზობას უკვე მორჩა მაგდა ოქრუაშვილი, რომელმაც მე-4 ნომრად განთესილ სლოვენიელ პეტრა რამპრესთან 2:6, 3:6 წააგო. მიდლენდის ტურნირის საპრიზო ფონდი 100 ათასი დოლარია.
ქართველ ჩოგბურთელთა სიმრავლეა ესპანეთის ქალაქ მალიორკაში, სადაც სტარტი 10-ათასიანმა ტურნირმა აიღო. საკვალიფიკაციო ბადეში ნინო სუჯაშვილმა მასპინძელი ალეხანდრა სალა-ჯუსტე 6:2, 6:3 დაამარცხა, შემდეგ კი პირველ ნომრად განთესილ პოლონელ კლაუდია გავლიკს 4:6, 6:2, 6:4 მოუგო. ძირითად ტურნირში მოსახვედრად, სუჯაშვილს ჩეხი კლარა ელინგეროვას დამარცხებაღა სჭირდება.
მარიამ ქურასბედიანმა პირველ რაუნდში ფრანგ სოლენ ფიშოსთან 4:6, 0:6 წააგო. ძირითად ბადეში ეკატერინე გორგოძე მე-4 ნომრად მიჩნეულ ესპანელ ლარა არუაბარენა-ვესინოს ეთამაშება, მე-5 რეიტინგის მქონე სოფო ქვაცაბია კი კვალიფიკაციის ერთ-ერთ გამარჯვებულს შეერკინება, რომელიც შესაძლოა, სუჯაშვილიც იყოს.
წყვილთა ტურნირში ქვაცაბაიასა და რუსი ავგუსტა ციბიშევას მე-3 ნომრად განთესილი დუეტი იტალიურ-ბულგარულ ტანდემს (ჩიგუი-გლედაჩევა) დაუპირისპირდება.







