ჩოგბურთი

11:18 | 22.07.2013 | ნანახია [] - ჯერ

რეიტინგის ”გერმანულ-იტალიური” ცვლილებები

 იტალიელმა ფაბიო ფონინიმ გერმანიის ქალაქებში შტუტგარტსა და ჰამბურგში ერთი კვირის განმავლობაში მიჯრით 2 პრესტიჟული ტურნირი მოიგო და საკუთარ კარიერაში პირველად შეაღწია პლანეტის საუკეთესო მოთამაშეთა მოწინავე ოცეულში. აქამდე ფონინის საუკეთესო მიღწევა კლასიფიკაციის 24-ე ადგილი გახლდათ.

წინ წაიწია იაპონელმა კეი ნიშიკორიმაც, რომელიც სადღეისოდ მეთერთმეტე პოზიციაზეა.

ქალთა რეიტინგსიის პრველ ათეულს რაც შეეხება, აქ ერთადერთი ცვლილებაა - ჩეხმა პეტრა კვიტოვამ უიმბლდონის ფრანგ ჩემპიონ მარიონ ბარტოლის გადაასწრო და მერვე საფეხურზე დამკვიდრდა. მეორე ათეულში კი ბელგიელი კირსტენ ფლიპკენსი, ამერიკელი სლოან სტივენსი და ესპანელი კარლა სუარეს ნავარო დაწინაურდნენ.

 South African Airways ATP Rankings

 1 (1) ნოვაკ ჯოკოვიჩი (სერბეთი) 12310

2 (2) ენდი მარეი (დიდი ბრიტანეთი) 9360

3 (3) დავიდ ფერერი (ესპანეთი) 7120

4 (4) რაფა ნადალი (ესპანეთი) 6860

5 (5) როჯერ ფედერერი (შვეიცარია) 5785

6 (6) ტომაშ ბერდიხი (ჩეხეთი) 4865

7 (7) ხუან მარტინ დელ პოტრო (არგენტინა) 4500

8 (8) ჟო-ვილფრიდ ცონგა (საფრანგეთი) 3480

9 (9) რიშარ გასკე (საფრანგეთი) 3045

10 (10) სტანისლას ვავრინკა (შვეიცარია) 2915

11 (12) კეი ნიშიკორი (იაპონია) 2495

12 (11) ტომი ჰაასი (გერმანია) 2395

13 (13) მილოშ რაონიჩი (კანადა) 2225

14 (15) ნიკოლას ალმაგრო (ესპანეთი) 2135

15 (14) მარინ ჩილიჩი (ხორვატია) 2175

16 (18) ჟილ სიმონი (საფრანგეთი) 2055

17 (17) ეჟი იანოვიჩი (პოლონეთი) 2029

18 (16) იანკო ტიპსარევიჩი (სერბეთი) 2130

19 (25) ფაბიო ფონინი (იტალია) 1970

20 (19) სემ კუერი (აშშ) 1730

 WTA Tour Singles Rankings

 1 (1) სერენა უილიამსი (აშშ) 11705

2 (2) მარია შარაპოვა (რუსეთი) 9235

3 (3) ვიკტორია აზარენკა (ბელარუსი) 8825

4 (4) აგნეშკა რადვანსკა (პოლონეთი) 5965

5 (5) ნა ლი (ჩინეთი) 5555

6 (6) სარა ერანი (იტალია) 5100

7 (8) პეტრა კვიტოვა (ჩეხეთი) 4435

8 (7) მარიონ ბარტოლი (საფრანგეთი) 4365

9 (9) ანგელიკ კერბერი (გერმანია) 3970

10 (10) კაროლინ ვოზნიაცკი (დანია) 3660

11 (11) რობერტა ვინჩი (იტალია) 3220

12 (12) მარია კირილენკო (რუსეთი) 2976

13 (13) სამანტა სტოსური (ავსტრალია) 2965

15 (14) კირსტენ ფლიპკენსი (ბელგია) 2886

15 (16) სლოან სტივენსი (აშშ) 2870

16 (14) ელენა იანკოვიჩი (სერბეთი) 2865

17 (17) ანა ივანოვიჩი (სერბეთი) 2740

18 (18) საბინ ლისიცკი (გერმანია) 2650

19 (20) კარლა სუარეს ნავარო (ესპანეთი) 2430

20 (19) ნადეჟდა პეტროვა (რუსეთი) 2306

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.179907