“ნაპოლისა” და ესპანეთის ნაკრების მეკარე პეპე რეინას აზრით, მსოფლიოს 2014 წლის ჩემპიონატის მთავარი ფავორიტი ბრაზილიაა. მომავალ მუნდიალთან დაკავშირებით ფეხბურთელმა ერთ-ერთ ესპანურ სპორტულ გამოცემასთან ისაუბრა.
“ლუიშ ფელიპე სკოლარის უძლიერესი გუნდი ჰყავს. ამას ემატება ერთი უმნიშვნელოვანესი ფაქტორი – მსოფლიოს ჩემპიონატი ბრაზილიაში ჩატარდება. ამიტომ სწორედ მასპინძლებს მივიჩნევ მთავარ ფავორიტებად. თუმცა ამავდროულად დიდი წნეხის ქვეშაც მოუწევთ თამაში, რადგან ხალხი მათგან მხოლოდ ჩემპიონობას ითხოვს” – განაცხადა რეინამ.