“ნაპოლის” ესპანელმა მეკარემ, პეპე რეინამ უარყო გავრცელებული ინფორმაცია, თითქოს ის მშობლიურ გუნდში, “ბარსელონაში” დაბრუნებას გეგმავდეს.
“ყველაფერი გაზეთების მოგონილია. ვალდესის შემცვლელად ჯერ კიდევ გასულ წელს მასახელებდნენ, მაგრამ “ნაპოლიში” აღმოვჩნდი.
“ბარსელონასა” და “რეალში” ძალების მოსინჯვაზე ყველა ფეხბურთელი ოცნებობს, მაგრამ “ლივერპულთან” კონტრაქტი 2016 წლამდე მაკავშირებს. ამჟამად, “ნაპოლის” ღირსებას ვიცავ და იმედი მაქვს, ნეაპოლელებთან ერთად რამეს მოვიგებ.” – აცხადებს რეინა.
პეპე რეინა, რომელიც “ნაპოლიში” “ლივერპულიდანაა” განათხოვრებული, “ბარსელონაში” 6 წლის ასაკში მივიდა. კატალონიელთა პირველ გუნდში, 2000-02 წლებში, მას 49 თამაში აქვს ჩატარებული.