ფეხბურთი

10:57 | 8.08.2014 | ნანახია [] - ჯერ

რეინა "ბაიერნთან" სამწლიან კონტრაქტს გააფორმებს

 

"ლივერპულის" აწ უკვე ყოფილმა ესპანელმა კარის დარაჯმა პეპე რეინამ, გუშინ მიუნხენის "ბაიერნში" სამედიცინო შემოწმება წარმატებით გაიარა. აღნიშნულ ინფორმაციას გერმანული გრანდის ოფიციალური ვებგვერდი ავრცელებს.

31 წლის მეკარე, დღეს ახალ კლუბთან სამწლიან კონტრაქტს გააფორმებს. არაოფიციალური ინფორმაციით, გერმანელები ინგლისელებს რეინას სანაცვლოდ სამ მილიონ ევროს გადაუხდიან.

"მოხარული ვარ, მსოფლიოს ერთ-ერთ უდიდეს კლუბში მოსვლით." _ განაცხადა რეინამ.

უკვე ცნობილია, რომ ესპანელ ფეხბურთელს, მსოფლიო ჩემპიონის მანუერ ნოიერის დუბლიორობა მოუწევს. თუმცა, რეინას ამბიციების გათვალისწინებით, შეიძლება ითქვას, რომ გერმანელ გოლკიპერს სერიოზული კონკურენტი გამოუჩნდა.  

გიორგი ბალახაძე

0.113618