“ლივერპულიდან” “ნაპოლიში” განათხოვრებულმა ესპანელმა კიპერმა, პეპე რეინამ ჯერ კიდევ არ იცის, სად ითამაშებს მომდევნო სეზონში.
როგორც ცნობილია, 31 წლის ფეხბურთელის შეძენით მისი მშობლიური კლუბი, “ბარსელონა” იყო დაინტერესებული, მაგრამ ბოლო დროს გავრცელებული ინფორმაციით, კატალონიელებმა მის შეძენაზე უარი განაცხადეს.
“არ ვიცი, სად აღმოვჩნდები მომდევნო სეზონში. ამ ეტაპზე, მხოლოდ “ნაპოლის” წარმატებებზე და თამაშისგან სიამოვნების მიღებაზე ვფიქრობ. ზაფხულში, “ლივერპულში” დაბრუნება და გადაწყვეტილების მიღება მომიწევს. უნდა ვიცოდე, მენდობა თუ არა გუნდი მომდევნო სეზონში.
ამჟამად, სხვა გუნდების შემოთავაზებებს არ განვიხილავ. ეს ჩემი აგენტის საქმეა. უახლოესი თვეების განმავლობაში ჩემი ფიქრები მხოლოდ “ნაპოლისთანაა” დაკავშირებული.” – ციტირებს რეინას სიტყვებს Marca.