კალათბურთი

21:38 | 26.04.2013 | ნანახია [] - ჯერ

რეი ალენმა რეჯი მილერის საპლეიოფო რეკორდი დაამხო

 

“მაიამის” უკანახაზელმა რეი ალენმა კარიერის განმავლობაში პლეიოფში ჩაგდებული საქულიანების რაოდენობით ნბა-ს რეკორდი დაამყარა – იტყობინება The Associeted Press.

“მილუოკისთან” დაპირისპირებისას, მესამე მეოთხედის დასრულებამდე 8 წუთით ადრე ალენმა მატჩში რიგით მეოთხე სამქულიანი ჩააგდო, რომელიც მის საპლეიოფო კარიერაში 321-ე ზუსტი შორეული ტყორცნა გამოდგა, რაც ერთით მეტი გახლდათ ნბა-ს  ლეგენდარული მოთამაშის “ინდიანას” სნაიპერის რეჯი მილერის დამყარებულ რეკორდზე. რამოდენიმე  წუთის შემდეგ “რეი რეიმ” კიდევ ერთი სამიანი ჩააგდო და უფრო გაამყარა საკუთარი უპირატესობა.

პლეიოფში ჩაგდებული 292 შორეული ტყორცნით მესამე ადგილზე კობი ბრაიანტი იმყოფება, რომელიც ამჟამად ტრავმირებულია და მიმდინარე სეზონში ვეღარ მიიღებს მონაწილეობას.

0.113866