კალათბურთი

12:37 | 24.09.2014 | ნანახია [] - ჯერ

რეი ალენის მომავალი კლუბი უცნობია

რეი ალენს არ გადაუწყვეტია, თუ სად ითამაშებს მომდევნო სეზონში. NBA-ს რამდენიმე გუნდი ალენის გადაწყვეტილების მოლოდინშია. “ვაშინგტონ ვიზარდი” აქტიურ მოლაპარაკებებს აწარმოებს სამქულიანების დიდოსტატთან. ამერიკელის გადაბირებით, ასევე დაინტერესებულები არიან: “კლივლენდ კავალიერსი”, “ლოს ანჯელეს კლიპერსი” და “ჩიკაგო ბულზი”.

39 წლის რეი ალენმა NBA- ს ისტორიაში 2973 სამქულიანი ჩააგდო, რაც ამ ეტაპზე საუკეთესო მაჩვენებელია. ალენი 2008 წელს გახდა NBA-ს ჩემპიონი “ბოსტონ სელტიკთან” ერთად, ხოლო 2013 წელს “მაიამი ჰიტის” მაისურით იზეიმა ჩემპიონობა.

ლაშა ქოიავა

თეგებირეი ალენი
0.111071