ძიუდო

10:20 | 22.10.2011 | ნანახია [] - ჯერ

რეგიონები ხვალ დაინომრება

ქართული ძიუდოს სეზონი ტრადიციულად, საქართველოს ჩემპიონატით დაიხურება - ახალი ნაკრების კანდიდატები დეკემბერში გამოვლინდებიან. საქართველოს პირველობის შესარჩევი რეგიონალური ტურნირები კი 23 ოქტომბერს გაიმართება.
“აქამდე რეგიონალური ჩემპიონატების ჩატარების თარიღს თავად რეგიონალური ფედერაციების ხელმძღვანელები ნიშნავდნენ. ამჯერად კი საქართველოს ძიუდოს ფედერაციამ გადაწყვიტა, ყველა რეგიონში ერთ დღეს გამოვლინდნენ ჩემპიონ-პრიზიორები. გამონაკლისი მხოლოდ თბილისის ჩემპიონატი იქნება, რომელიც ცოტა მოგვიანებით გაიმართება. სხვა შემთხვევაში, ამჟამად შეკრებაზე მყოფი ახალგაზრდული ნაკრების წევრებს და კანდიდატებს თავიანთი შესაძლებლობების გამოვლენის შანსი არ მიეცემოდათ” – უთხრა “მსოფლიო სპორტს” ძიუდოს ფედერაციის გენერალურმა მდივანმა ვლადიმერ ნუცუბიძემ.
სავარაუდოდ, მომავალი წლიდან ძიუდოს ფედერაცია რეგიონალური ქვოტების გადახედვას გეგმავს. ამჯერად კი ყველაფერი ძველებურად იქნება. შიდა ქართლის, ქვემო ქართლის, კახეთის, იმერეთისა და თბილისის პირველობებიდან საქართველოს ჩემპიონატის საგზურებს თითოეული წონითი კატეგორიის 4-4 საუკეთესო ძიუდოისტი მოიპოვებს. სამეგრელო-ზემო სვანეთის, რაჭა-ქვემო სვანეთის, აჭარისა და მცხეთა მთიანეთის რეგიონებს 2-2 ადგილი აქვთ დათმობილი, ხოლო გურიას, სამცხე ჯავახეთს, აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთს – 1-1.

ოთარ მაღლაკელიძე

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.100717