ფეხბურთი

16:57 | 28.05.2014 | ნანახია [] - ჯერ

რეგეკამპფმა “სტიაუადან” საუდის არაბეთს მიაშურა

ბუქარესტის “სტიაუას” მთავარმა მწვრთნელმა ლაურენციო რეგეკამპფმა თანამდებობა დატოვა.

უეფას ოფიციალური ვებგვერდის ინფორმაციით, ის კარიერას საუდის არაბეთის კლუბ “ალ-ჰილალში” გააგრძელებს. რეგეკამპფს კონტრაქტით ბუქარესტელებთან კიდევ ერთი წელი აკავშირებდა, თუმცა ხელშეკრულება თავისი ინიციატივით გაწყვიტა. იგი “სტიაუაში” 2012 წლიდან მუშაობდა და ამ ხნის განმავლობაში ორჯერ რუმინეთის ჩემპიონობა მოიგო, ხოლო ერთხელ ქვეყნის სუპერთასი. 2012-2013 წლების სეზონში ბუქარესტელები ევროპის ლიგის 1/8-ფინალში გავიდნენ, ხოლო შარშან ჩემპიონთა ლიგის ჯგუფში ითამაშეს. შეგახსენებთ, რომ მეორე საკვალიფიკაციო ეტაპზე “სტიაუამ” გათამაშებას თბილისის “დინამო” გამოთიშა.

“სტიაუასთან” ერთად წარმოუდგენელ შედეგს მივაღწიე, მაგრამ არ ვფიქრობ, რომ ახლა ფეხბურთელების უფრო მეტად მოტივირება შემიძლია. ამ გუნდთან ერთად საუცხოო შედეგი ვაჩვენე და მსურს, რომ გულშემატკივრებს ასე დავამახსოვრდე” – თქვა რეგეკამპფმა, რომლის ხელმძღვანელობით “სტიაუამ” რუმინეთის ჩემპიონატში 68 მატჩიდან მხოლოდ 4 წააგო.

რეგეკამპფმა “ალ-ჰილალთან” ორწლიანი კონტრაქტი გააფორმა.

0.112441