ფეხბურთი

20:32 | 3.06.2014 | ნანახია [] - ჯერ

რედნაპი: “ლემპარდს “ჩელსიში” კიდევ ერთი წლით დავტოვებდი”

“ქუინს პარკ რეინჯერსის” მთავარი მწვრთნელის, ჰარი რედნაპის თქმით, ლონდონის “ჩელსის” დამრიგებლის, ჟოზე მოურინიოს ადგილზე ყოფნის შემთხვევაში, ის ფრენკ ლემპარდს გუნდიდან არ გაუშვებდა.

ლემპარდის “ჩელსიდან” წასვლის შესახებ ინფორმაცია გუშინ დადასტურდა. 35 წლის ფეხბურთელს კლუბთან კონტრაქტი უმთავრდება და ის სხვა გუნდს თავისუფალი აგენტის სტატუსით მიაშურებს.

“ლემპარდს შესწევს ძალა “ჩელსიში” კიდევ ერთი სეზონი გაატაროს. არა მგონია, ის სათადარიგოთა სკამზე ჯდომით დაკმაყოფილებულიყო. ეს მისი სტილი არაა.

მერ რომ “ჩელსის” მწვრთნელი ვყოფილიყავი, ლემპარდს კიდევ ერთი წლით აუცილებლად დავტოვებდი.

ამბობენ, რომ ფრენკი “ნიუ იორკ სიტიში” გადასვლას აპირებს? პრობლემა ისაა, რომ ეს გუნდი ჩემპიონატში თამაშს მხოლოდ მომდევნო წლის მარტში დაიწყებს. ლემპარდს თავისუფალი 6 თვე ექნება და ვინ იცის, იქნებ მან ქპრ-ში თამაში მოისურვოს.” – ციტირებს რედნაპის სიტყვებს Goal-ი.

0.115285