ფეხბურთი

19:19 | 21.06.2013 | ნანახია [] - ჯერ

“რედინგმა” დრენტე გაიფორმა

26 წლის ჰოლანდიელი მარცხენაფლანგელი როისტონ დრენტე კარიერას “რედინგში” განაგრძობს.

ინგლისური კლუბის ოფიციალური ვებგვერდის ცნობით, “რეალის” ყოფილმა ფეხბურთელმა ორწლიანი კონტრაქტი გააფორმა. მხარეებმა შეთანხმებაში ხელშეკრულების კიდევ ერთი წლით გახანგრძლივების შესაძლებლობაც გაითვალისწინეს.

როისტონ დრენტემ სახელი მშობლიურ “ფეიენოორდში” თამაშით გაითქვა, რასაც “რეალში” წარუმატებელი კარიერა მოჰყვა. მადრიდელთა საკუთრებაში ყოფნის დროს, ჰოლანდიელი “ერკულესსა” და “ევერტონში” იყო განათხოვრებული. ბოლოს, დრენტე ვლადიკავკაზის “ალანიაში” თამაშობდა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.10474