ფეხბურთი

22:03 | 6.06.2014 | ნანახია [] - ჯერ

“რედ სტარი” ჩემპიონთა ლიგიდან მოკვეთეს

სერბეთის ჩემპიონატის გასული გათამაშების გამარჯვებული “რედ სტარი”, მომდევნო სეზონში, ჩემპიონთა ლიგაზე ვერ ითამაშებს. ამის მიზეზი UEFA-ს მიერ მიცემული დისკვალიფიკაციაა.

ჯერ კიდევ აპრილში გახდა ცნობილი, რომ “რედ სტარი” ფინანსური ფეარ ფლეის პრინციპების დარღვევაში იყო მხილებული. დღეს კი გაირკვა, რომ ამის გამო, ბელგრადელებმა ევროტურნირებზე ერთწლიანი დისკვალიფიკაცია მიიღეს.

“რედ სტარს”, UEFA-ს გადაწყვეტილების სპორტულ არბიტრაჟში გასასაჩივრებლად 10 დღე აქვს.

თეგებირედ სტარი
0.117265