ფეხბურთი

21:47 | 11.01.2014 | ნანახია NaN - ჯერ

Record: ვალდესი “ბაიერნში”, ნოიერი “რეალში”, კასილიასი “სიტიში”

პორტუგალიური სპორტული გამოცემა Record-ის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, უახლოეს ზაფხულში, რამდენიმე ევროპული გრანდი მეკარეს გამოიცვლის.

ვიქტორ ვალდესი რომ “ბარსელონას” დატოვებს, ეს სიახლე არაა. აქამდე გავრცელებული ინფორმაციით, კატალონიელი ფეხბურთელით “მონაკო” იყო დაინტერესებული, მაგრამ თუ პორტუგალიელ ჟურნალისტებს დავუჯერებთ, მას “ბარსელონას” ყოფილი დამრიგებელი პეპ გვარდიოლა “ბაიერნში” იწვევს.

თუ ვალდესმა მიუნხენს მიაშურა, კლუბის გამოცვლა მოუწევს მანუელ ნოიერს. Record-ის ინფორმაციით, 27 წლის გერმანელი კიპერის შეძენის სურვილს მადრიდის “რეალი” გამოთქვამს.

“რეალის” კაპიტანს, იკერ კასილიასს, მოედანზე გასვლა ხშირად არ უწევს და იმ შემთხვევაში, თუ მადრიდელებმა ნოიერი დაიმატეს, ბუნებრივია, 32 წლის ესპანელის მდგომარეობა არ გამოსწორდება. ივარაუდება, რომ მოვლენების ამგვარად განვითარების შემთხვევაში, კასილიასი გუნდის დატოვებას გადაწყვეტს. პორტუგალიელი ჟურნალისტების ინფორამციით, მისი შეძენით “მანჩესტერ სიტია” დაინტერესებული.


კომენტარები (1)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

14:46 | 01.08.2022
Dimitriusgv@rdiola (9)

დაულაგეს ექიმებმა მაგიდაზე ნაგულავები ტაბლეტების
მარსელში რო გადადიოდა იქაც მსგავსი რამ მოხდა

15:54 | 01.08.2022
ბაგი-რეი (2263)

თუ გაქ ფაქტები, მოგვაწოდე

21:20 | 01.08.2022
georgianwelder (778)

პროკურორი ხარ?

21:30 | 01.08.2022
ბაგი-რეი (2263)

არა. ფაქტებით ლაპარაკი უკეთესია. სხვაგვარად არასწორ წარმოდგენას უქმნი საიტის მომხმარებლებს

0.086895