ფეხბურთი

11:02 | 6.09.2013 | ნანახია [] - ჯერ

“რეალს” ილიარამენდი დაუბრუნდა

მადრიდის “რეალის” ნახევარმცველმა ასიერ ილიარამენდიმ ტრავმა მოიშუშა. Marca-ს ცნობით, 23 წლის ესპანელმა მადრიდელთა ახალგაზრდული გუნდის ვარჯიშზე ორკარაში მიიღო მონაწილეობა.

მოგეხსენებათ, “სამეფო კლუბის” ახალწვეულმა კოჭის ტრავმის გამო სეზონის სტარტი გამოტოვა. სადღეისოდ, ილიარამენდის მდგომარეობა მნიშვნელოვნად გაუმჯობესდა.

ესპანელის მოედანზე დაბრუნება “ვილიარეალთან” მატჩშია მოსალოდნელი, იქამდე კი, “სოსიედადის” ყოფილი ნახევარმცველი გუნდთან ერთად სრული დატვირთვით ივარჯიშებს.

 

0.111988