ფეხბურთი

12:02 | 7.07.2013 | ნანახია [] - ჯერ

“რეალს” ილიარამენდი 30 მილიონი დაუჯდება

სან სებასტიანის “სოსიედადის” ახალგაზრდა ნახევარმცველი ასიერ ილიარამენდი მადრიდის “რეალს” უახლოეს დღეებში შეუერთდება. Marca-ს ცნობით, “სამეფო კლუბი” 22 წლის ესპანელის სანაცვლოდ 30 მილიონ ევროს გადაიხდის.

აღნიშნული წყაროს ინფორმაციით, მადრიდელებმა ანდალუსიელებთან შეთანხმებას შაბათს მიაღწიეს. ტრანსფერი ოფიციალურად ხუთშაბათამდე გამოცხადდება. არცთუ დიდი ხნის წინათ, ილიარამენდიმ “სოსიედადთან” კონტრაქტი 2018 წლამდე გაახანგრძლივა, რამაც ფეხბურთელის სატრანსფერო ფასიც გაზარდა.

ცნობისათვის, პრიმერა დივიზიონის გასულ სეზონში, ილიარამენდიმ 32 მატჩი ჩაატარა და 2 საგოლე გადაცემა მიითვალა.

 

0.11523