ფეხბურთი

11:58 | 27.12.2013 | ნანახია [] - ჯერ

“რეალს” აზარი სურს

მადრიდის “რეალი” ლონდონის “ჩელსის” ნახევარმცველის – ედენ აზარის შეძენითაა დაინტერესებული. Daily Star-ის ცნობით, ტრანსფერის ინიციატორი “სამეფო კლუბის” სპორტული დირექტორი ზინედინ ზიდანია, რომელიც ახალგაზრდა ბელგიელის “ლილში” თამაშით მოხიბლული გახლდათ.

“რეალს” “ჩელსისთვის” სატრანსფერო წინადადება უკვე მომზადებული აქვს. 22 წლის აზარის სანაცვლოდ, მადრიდელები ლონდონელებს ანხელ დი მარიასა და გარკვეულ თანხას სთავაზობენ. ჯერჯერობით, “არისტოკრატთა” პოზიცია, უცნობია.

შეგახსენებთ, რომ “ჩელსიმ” აზარი 2012 წლის ზაფხულში, ფრანგული “ლილისგან” 32 მილიონი გირვანქა სტერლინგის სანაცვლოდ შეიძინა.

 

თეგებიედენ აზარი
0.122892