ფეხბურთი

19:06 | 4.06.2014 | ნანახია [] - ჯერ

“რეალმა” პოგბა და აგუერო გამორიცხა

მადრიდის “რეალის” პრეზიდენტი ფლორენტინო პერესი გამორიცხავს, რომ პოლ პოგბა და სერხიო აგუერო, მომდევნო სეზონში, მის გუნდში ითამაშებენ.

“რეალი” ყოველთვის ყურადღების ცენტრშია, მაგრამ შემიძლია დაგარწმუნოთ, რომ არც პოლ პოგბა და არც სერხიო აგუერო, მომდევნო სეზონში, ჩვენს გუნდში არ ითამაშებენ.

ჯერჯერობით, სატრანსფერო ბაზარზე აქტიურობა არ დაგვიწყია.

რაც შეეხება ალვარო მორატას – მასთან დავილაპარაკებთ და ერთად გადავწყვეტთ, რომელი იქნება საუკეთესო გზა როგორც ფეხბურთელისთვის, ასევე კლუბისთვის.” – ციტირებს პერესის სიტყვებს Sky Sports-ი.

0.113934