ფეხბურთი

17:05 | 6.06.2014 | ნანახია [] - ჯერ

“რეალმა” მორატას ფასი დაადო

ლონდონის “არსენალის” ხელმძღვანელობა მადრიდის “რეალის” ფორვარდ ალვარო მორატას ხელში ჩასაგდებად ცდას არ აკლებს. დაახლოებით ერთი კვირის წინ ესპანური გამოცემები იტყობინებოდნენ, რომ ტრანსფერის განხორციელებას წინ თითქმის აღარაფერი უდგას, მაგრამ მოლაპარაკების დასრულება ჯერაც ვერ მოხერხდა.

გუშინ კი, მას შემდეგ, რაც “მეთოფეთა” დამრიგებელი არსენ ვენგერი “რეალის” მთავარი მწვრთნელის ასისტენტ ზინედინ ზიდანს შეხვდა, გავრცელდა ინფორმაცია, რომ “სამეფო კლუბი” მორატას ლონდონელთათვის მისაყიდად მზადაა. “რეალი” 21 წლის ფეხბურთელის სანაცვლოდ 25 მილიონ გირვანქა სტერლინგს ითხოვს.

2013/14 წლების სეზონში ალვარო მორატამ პრიმერადივიზიონში 23 მატჩი ჩაატარა და 8 გოლი გაიტანა.

0.114531