ფეხბურთი

15:48 | 25.12.2013 | ნანახია NaN - ჯერ

“რეალმა” ლოპესი “ჩელსიში” არ გაუშვა

მადრიდის “რეალის” ხელმძღვანელობამ დიეგო ლოპესის შეძენით დაინტერესებული ლონდონის “ჩელსი” უარით გაისტუმრა. ბრიტანული სპორტული გამოცემების ცნობით, “სამეფო კლუბის” 32 წლის მეკარის ხელში ჩაგდება “ჩელსის” მთავარ მწვრთნელ ჟოზე მოურინიუს სურს, მაგრამ მოლაპარაკება საწყის ფაზაშივე ჩაიშალა.

ამრიგად, ლონდონელები პეტრ ჩეხის სათადარიგო გოლკიპერის ძებნას აგრძელებენ, მაგრამ კონკრეტულ კანდიდატებზე ჯერ არავინ საუბრობს.

დიეგო ლოპესმა ესპანეთის ჩემპიონატის მიმდინარე სეზონში 17 თამაში ჩაატარა, 21 გოლი გაუშვა და 4-ჯერ კარი მშრალად შეინახა.

 

 

0.120277