ფეხბურთი

10:36 | 22.11.2009 | ნანახია [] - ჯერ

"რეალმა" ლიდერობა გადაიბარა

ესპანეთის პრიმერა დივიზიონში ლიდერი შეიცვალა. მადრიდის "რეალმა", რომელიც მე-11 ტურის წინ მხოლოდ ქულით ჩამორჩებოდა "ბარსელონას", კატალონიელთა ბასკური წაფორხილებით ისარგებლა და "რასინგის" ძლევით, სათავეში ჩაუდგა გათამაშების ცხრილს.
სანტანდერელთა დასამარცხებლად და ჩემპიონატში გასალიდერებლად მადრიდელებმა მხოლოდ ერთი გოლი იკმარეს, რომელიც 22-ე წუთზე არგენტინელმა გონსალო იგუაინმა გაიტანა.
რაც შეეხება "ბარსას", ხოსეპ გვარდიოლას გუნდი "სან მამესზე" "ბილბაოს" სტუმრობდა. უგოლო პირველი ნახევრის შემდეგ, 54-ე წუთზე კატალონიელები დანი ალვეშმა დააწინაურა, თუმცა, სულ მალე ბასკებმა სტუმართა უზუსტობით ისარგებლეს და შეცვლაზე შესულმა ტოკერომ წონასწორობა აღადგინა. შეხვედრა საბოლოოდ ასეც დასრულდა და "ბარსელონას", რომელიც კვლავ დაუმარცხებლად განაგრძობს პრიმერას, მიმდინარე ჩემპიონატში ნათამაშები მე-3 ფრე, ლიდერობის დაკარგვად დაუჯდა.
ზედიზედ მე-3 შეხვედრა წააგო მადრიდის "ატლეტიკომ". აქედან 2 მარცხი ახალი თავკაცის, კიკე სანჩეს ფლორესის პერიოდზე მოდის. ამჯერად, დედაქალაქელები "დეპორტივოსთან" დამარცხდნენ, რომელთანაც ბოლო 5 მატჩი მოგებული ჰქონდათ. მართალია, მადრიდელებმა ახლაც მოახერხეს დაწინაურება, მაგრამ შემდეგ საკუთარ კარში 2 გოლი მიიღეს და კვლავ გასავარდნ ზონაში დარჩნენ.

21 ნოემბერი
ლა კორუნია, “რიასორი”, 22000
დეპორტივო-ატლეტიკო 2:1 (1:1)
დეპორტივო (4-2-3-1):
არანსუბია, ლოპო, კოლოტო, კასმინსკი, მანუელ პაბლო, ანტონიო ტომასი, გუარდადო, ხუან როდრიგესი, ლასადი (ვალერონი 77), რიკი (პაბლო ალვარესი 85), მისტა (ადრიანი 68).
მწვრთნელი: მიგელ ანხელ ლოტინა.
ატლეტიკო (4-2-3-1): ასენხო, ალვარო დომინგესი, პაბლო იბანიესი, ანტონიო ლოპესი, პერეა, რაულ გარსია (კლებერ სანტანა 36), ასუნსაო, ხურადო, მაქსი როდრიგესი (რეიესი 84), სინამა-პონგოლე (სიმაო 58), აგუერო.
მწვრთნელი: კიკე სანჩეს ფლორესი.
გოლები: 0:1 აგუერო (3), 1:1 კოლოტო (21), 2:1 გუარდადო (90, პენ).
გაფრთხილება: რიკი (33), მისტა (35), მანუელ პაბლო (45), ასუნსაო (57), აგუერო (90), ალვარო დომინგესი (90), კლებერ სანტანა (90).
გაძევება: კლებერ სანტანა (90).
მსაჯი: პარადას რომერო.
დარტყმა 22 (11)-14 (5); ჯარიმა 13-25; კუთხური 9-3; თამაშგარე 5-0; ბურთის ფლობა 47%-53%; სეივი 4-9.

ტენერიფე, “ელიოდორო როდრიგეს ლოპესი”, 18000
ტენერიფე-სევილია 1:2 (0:1)
ტენერიფე (4-2-3-1):
არაგონესი, სიჩილია, მანოლო მარტინესი, ლორენსი (აიოსე 68), ლუნა, რიკარდინიო, ოლანო ალონსო, ხუან მარტინესი, რომანი (ანხელი 58), ომარ რამოსი, ლორიტე (დინეი 83).
მწვრთნელი: ხოსე ლუის ოლტრა.
სევილია (4-4-2): ვარასი, ვალიენტე (ლოლო 67), სკილაჩი, ფერნანდო ნავარო, კონკო, ზოკორა, რენატო, პეროტი, ხესუს ნავასი, კანუტე (რომარიკი 61), ლუიშ ფაბიანო (ნეგრედო 77).
მწვრთნელი: მანოლო ხიმენესი.
გოლები: 0:1 პეროტი (32), 0:2 რენატო (48), 1:2 ხუან მარტინესი (75).
გაფრთხილება: ოლანო ალონსო (14), ლორენსი (50), ხუან მარტინესი (80), სიჩილია (87); ლუიშ ფაბიანო (40), პეროტი (41), ხესუს ნავასი (90).
მსაჯი: ესტრადა ფერნანდესი.
დარტყმა 11 (1)-11 (3); ჯარიმა 9-15; კუთხური 6-4; თამაშგარე 1-4; ბურთის ფლობა 54%-46%; სეივი 1-0.

მადრიდი,
“სანტიაგო ბერნაბეუ”, 75 000
რეალი-რასინგი 1:0 (1:0)
რეალი (4-4-2):
კასილიასი, გარაი, პეპე, მარსელო, არბელოა, ხაბი ალონსო, გრანერო (მაჰამადუ დიარა 86), დრენტე, კაკა (ვან დერ ვაარტი 88), ბენზემა (რაული 61), იგუაინი.
მწვრთნელი: მანუელ პელეგრინი.
რასინგი (4-4-1-1): ტონიო, მორისი, ტორეხონი, კრისტიან ფერნანდესი, პინილიოსი (ენრიკე 60), ლაცენი, კოლსა, ლუის გარსია, ოსკარ სერანო (კანალესი 61), მუნიტისი, ტჩიტე (გეიხო 69).
მწვრთნელი: მიგელ ანხელ პორტუგალი.
გოლი: 1:0 იგუაინი (22).
გაფრთხილება: ხაბი ალონსო (75), გარაი (78); მორისი (53), მუნიტისი (72), ლაცენი (90).
მსაჯი: რამირეს დომინგესი.
დარტყმა 20 (9)-8 (0); ჯარიმა 11-20; კუთხური 7-0; თამაშგარე 3-5; ბურთის ფლობა 63%-37%; სეივი 0-8.

ბილბაო, “სან მამესი”, 39 500
ბილბაო-ბარსელონა 1:1 (0:0)
ბილბაო (4-1-4-1):
ირაისოსი, ამორებიეტა, უსტარისი, დელ კამპო, ირაოლა, ხავიერ მარტინესი, ორბაისი (ტოკერო 57), სუსაეტა, იესტე (გაბილონდო 74), გურპეგი, ლორენტე (ოსკარი 77).
მწვრთნელი: ხოაკინ კაპაროსი.
ბარსელონა (4-3-3): ვალდესი, ჩიგრინსკი, პიკე, მაქსველი, დანი ალვეში, ბუსკეტსი, სეიდუ კეიტა, ხავი (ანრი 84), ინიესტა, მესი (ბოიანი 76), პედრო.
მწვრთნელი: ხოსეპ გვარდიოლა.
გოლები: 0:1 დანი ალვეში (54), 1:1 ტოკერო (63).
გაფრთხილება: ხავიერ მარტინესი (81); სეიდუ კეიტა (65).
მსაჯი: მეხუტო გონსალესი.
დარტყმა 8 (1)-13 (3); ჯარიმა 17-15; კუთხური 5-7; თამაშგარე 3-1; ბურთის ფლობა 34%-66%; სეივი 2-0.
 

1.რეალი 11 9 1 1 27-8 28
2.ბარსელონა 11 8 3 0 29-8 27
3.სევილია 11 8 1 2 21-8 25
4.დეპორტივო 11 7 1 3 16-12 22
5.ვალენსია 10 6 3 1 19-20 21
6.მალიორკა 10 5 2 3 18-13 17
7.ბილბაო 11 5 2 4 12-14 17
8.ხიხონი 10 4 4 2 12-10 16
9.ესპანიოლი 10 3 4 3 8-10 13
10.ოსასუნა 10 3 3 4 11-12 12
11.ალმერია 10 3 3 4 10-12 12
12.ხეტაფე 10 4 0 6 12-16 12
13.სარაგოსა 10 3 2 5 14-21 11
14.ვალიადოლ 10 2 4 4 14-17 10
15.ტენერიფე 11 3 1 7 8-21 10
16.ვილიარეალი 10 2 3 5 14-14 9
17.რასინგი 11 1 4 6 10-20 7
18.ატლეტიკო 11 1 4 6 13-24 7
19.ხერესი 10 1 3 6 3-16 6
20.მალაგა 10 1 2 7 10-15 5


ბომბარდირები
8 - ვილია (“ვალენსია”); 7 - მესი (“ბარსელონა”), იბრაჰიმოვიჩი (“ბარსელონა”); 6 - კეიტა (“ბარსელონა”), პანდიანი (“ოსასუნა”); 5 - კრიშტიანუ რონალდუ (“რეალი”), ადურისი (“მალიორკა”), იგუაინი (“რეალი”), ლუიშ ფაბიანო (“სევილია”); 4 - მატა (“ვალენსია”), ფორლანი (“ატლეტიკო”), პაბლო (“ვალენსია”), სოლდადო (“ხეტაფე”), მიგელი (“ხიხონი”), ალემანი (“ვალიადოლიდი”).
22 ნოემბერი
ვილიარეალი - ვალიადოლიდი; ხერესი - ხიხონი; ესპანიოლი - ხეტაფე; მალიორკა - ალმერია; ოსასუნა - ვალენსია; მალაგა – სარაგოსა


 

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.104427