ტონი კროოსის სატრანსფერო საგა დასრულებულია – მადრიდის “რეალმა” ოფიციალურად დაადასტურა გერმანელი ნახევარმცველის შეძენა.
კროოსი ახალ გუნდთან ხელშეკრულებას დღეს გააფორმებს. მისი პრეზენტაცია ადგილობრივი დროით 17:00 საათზე დაიწყება. აღნიშნულ ინფორმაციას მადრიდელთა ოფიციალური საიტი ავრცელებს.
გავრცელებული ინფორმაციით, კონტრაქტი ექვსწლიანია და 24 წლის გერმანელი წლიურად ექვს მილიონ ევროს მიიღებს. “ბლანკოსს” აღნიშნული ტრანსფერი 30 მილიონ ევრომდე დაუჯდა.
ლევან გოგოტიშვილი