21 წლის ესპანელი მარჯვენა მცველი დანიელ კარვახალი, “ლვერკუზენში” ერთი წლის განმავლობაში თამაშის შემდეგ, მადრიდის “რეალში” ბრუნდება.
კარვახალი “რეალის” მე-2 გუნდიდან “ლევერკუზენში” გასულ ზაფხულში, 5 მილიონი ევროს სანაცვლოდ გადავიდა. მხარეებმა შეთანხმებაში ჩადეს პუნქტი, რომლის თანახმადაც, მომდევნო 3 წლის განმავლობაში, მადრიდელებს ფეხბურთელზე უპირატესი შესყიდვის უფლება ექნებოდათ. “ლევერკუზენის” ოფიციალური ვებგვერდის ცნობით, “რეალმა” ეს უფლება გამოიყენა და ფეხბურთელი 6.5 მილიონ ევროდ დაიბრუნა.
“რეალის” მხრიდან ფეხბურთელის დაბრუნების სურვილის გამოვლენა მოულოდნელი არ ყოფილა, რადგან კარვახალმა ბუნდესლიგის გასული გათამაშება ძალიან მაღალ დონეზე ჩაატრა. მან მოედანზე საერთო დროის 90% დაჰყო, ხოლო ჩატარებულ 32 თამაშში თავი 1 გოლითა და 8 შედეგიანი გადაცემით გამოიჩინა.